Saturday, July 27, 2013

1.პროექტის სახელწოდება: მოქანდაკე რომ იყო, ვის დაუდგამდი ძეგლს.

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:გამორჩეული ადამიანები რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მათზე.

3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან იმ ადამიანთა ცხოვრებას ვინც თავიანთი სიცოცხლით ,,არგეს" საზოგადოებას და უმეტესობა,,უძეგლოდ" დაივიწყეს.

4.პროექტის მიზნები:უკეთესი და სხვის გასაჭირზე მზრუნავი ადამიანების ჩამოყალიბება.

5. მონაწილთა ასაკი:15-16წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი კვირა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაცია Powerpoint-ში, კედლის გაზეთი,ძეგლის მაკეტი.

8.პროდუქტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი,წიგნები,გაზეთები,ჟურნალები,ფოტოსურათები,ფორმატი,მარკერები.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები ჯგუფებში (4ჯგუფი) მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში,ბიბლიოთეკაში-მათ მიერ შერჩეული პიროვნების შესახებ.ისტ-ს მასწავლებლის დახმარენით Powerpoint-ში გააკეთებენ სლაიდშოუს, დაამზადებემ ძეგლის მაკეტს და  გამოუშვებენ ელექტრონულ გაზეთს.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები შეძლებენ პიროვნების როლის განსაზღვრას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (ეროვ. სასწ.გეგმა, სამოქალაქო განათლება-მდგრადი განვითარება) კავშირში შეიძლება იყოს ისტორიასთან, ქართულთან და ნებისმიერ საგანთან გააჩნია ვიზე მოიძიებენ ინფორმაციას.

11.პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ლელაშვილი.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lelashvilimarina@gmail.com

13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:lelashvilimarina2.blogspot.com